გინდა რომ შენი სტარტაპის მარკეტინგი შედეგზე ორიენტირებული იყოს? მაშინ ამ ნაბიჯებს მიყევი:
ნაბიჯი 1. ფოკუსი გააკეთე ბრენდის მშენებლობაზე.
დაისახე მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. თავიდანვე აირჩიე სტრატეგიული მიდგომა
ნაბიჯი 2. განივითარე შენი და შენი გუნდის უნარები და ეცადე ეფექტურად გამოიყენო ცოდნა.
სტარტაპის მართვას ხშირად სხვადასხვა ქუდის მორგება სჭირდება და ნუ გაიმართლებ თავს იმით, რომ რაღაც არ იცი, როცა დღეს ყველაფრის სწავლა მარტივადაა შესაძლებელი
ნაბიჯი 3. შეისწავლე შენი სტარტაპის აუდიტორია.
ზუსტად უნდა იცოდე ვის ცდილობ მიწვდე და მოარგე მესიჯები მათ მტკივნეულ წერტილებსა და საჭიროებებს
ნაბიჯი 4. განსაზღვრე Tone of Voice, რადგან მასზეა დამოკიდებული როგორ აღგიქვამს მომხმარებელი და თან გეხმარება ნდობის აშენებაში.
ნაბიჯი 5. დაფიქრებით შეარჩიე ციფრული არხები. და ჭკვიანურად გაანაწილე ბიუჯეტი ცნობადობის და გაყიდვების გასაზრდელად
ნაბიჯი 6. აქცენტი გააკეთე კონტენტის შექმნაზე. წინა ნაბიჯებზე დაყრდნობით შექმენი შენს სტარტაპზე მორგებული კონტენტის მატრიცები. ესთეტიკის და შემოქმედების განვითარებისთვის კი უამრავი ხელსაწყო და რესურსი არსებობს.
ნაბიჯი 7. არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების. სცადე და განახორციელე იდეები, თუ არ იმუშავებს ეს გამოცდილება შემდეგ ეტაპებზე დაგეხმარება.
ნაბიჯი 8. რასაც აკეთებ აკეთე ხარისხიანად. ჯობს აკეთო ნაკლები და ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა ზუსტად ისაა, რომ სტარტები ყველაფრის ერთად კეთებას ცდილობენ და ამით ფოკუსსა და ხარისხს კარგავენ.
კონსულტაციის დასაჯავშნად მიყევი ბმულს: https://bluebirds.ge/contact-us/
