მარკეტინგული მიზნების დაბალანსება ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა – როგორ მივაღწიოთ სწრაფ შედეგებს ისე, რომ გრძელვადიანი წარმატებაც უზრუნველვყოთ?
სწორი პრიორიტეტები
ხშირად ვხედავ როგორ ირჩევენ მოკლევადიან შედეგებს – გაყიდვების სწრაფი ზრდა, მყისიერი კონვერსიები. მაგრამ ბრენდის მშენებლობა და ლოიალური აუდიტორიის შექმნა დროს მოითხოვს. მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის პოვნა შეძლო
რესურსების განაწილება
კრიტიკულია ბიუჯეტისა და ძალისხმევის სწორი გადანაწილება შეგეძლოს, ეს კი ბიზნესის სპეციფიკაზეა დამოკიდებული. ზოგს სწრაფი შედეგი სჭირდება, ზოგს კი მეტი დრო აქვს გრძელვადიანი მიზნებისთვის. მთავარია, იპოვო შენი ბიზნესისთვის სწორი ბალანსი
სტრატეგიული მიქსი
შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგი სხვადასხვა არხისა და მიდგომის კომბინაციას მოითხოვს. მნიშვნელოვანია სწორად გაანაწილო რა დაგეხმარება სწრაფი შედეგის მიღებაში და როგორ იმუშაო გრძელვადიან მიზანზე
მიზნების სინქრონიზაცია
მოკლევადიანი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს გრძელვადიან მიზნებს. ამიტომ მნიშვნელოვანია კარგად გქონდეს გააზრებული როგორ უკავშირდება ერთმანეთს შენი აქტივობები
გაზომვადი მიდგომა
წარმატების გასაღები არის ბალანსის მუდმივი მონიტორინგი – როგორ მუშაობს შენი მოკლევადიანი კამპანიები და რა გავლენას ახდენს ეს გრძელვადიან მიზნებზე
კონსულტაციის დასაჯავშნად მიყევი ბმულს: https://bluebirds.ge/contact-us/
