სტარტაპის მარკეტინგი ტრადიციული მარკეტინგისგან სრულიად განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს. მოითხოვს კრეატიულობას, მოქნილობას და ექსპერიმენტების მუდმივ სურვილს. მოდი რამდენიმე ძირითად თავისებურებაზე გავაკეთოთ აქცენტი:
შეზღუდული რესურსები:
სტარტაპები ხშირად შეზღუდული ბიუჯეტით და პატარა გუნდებით მუშაობენ, შესაბამისად რესურსების სწორად გამოყენება და ეფექტურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სწრაფად ადაპტირება:
სისწრაფე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სტარტაპებმა სწრაფად უნდა გატესტონ, ისწავლონ და შეცვალონ თავიანთი მარკეტინგული სტრატეგიები რეალურ დროში გამოხმაურებისა და მონაცემების საფუძველზე.
ფოკუსირება ზრდაზე:
დიდი კომპანიებისგან განსხვავებით სტარტაპისთვის მომხმარებლების სწრაფი ზრდა პრიორიტეტია. შესაბამისად ინოვაციურ და სხარტ მიდგომებს საჭიროებს. გარდა ამისა, გადამწყვეტია მზაობა ზრდის სხვადასხვა ტემპისთვის.
ბრენდის შენება ნულიდან:
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი, ბრენდის შენებას ნულიდან იწყებ, აყალიბებ როგორი იქნება ბრენდის იდენტობა და ცნობიერება. სწორედ საწყის ეტაპზე გადადგმული ნაბიჯები ქმნის საფუძველს და განსაზღვრავს შემდგომ განვითარებას.
მომხმარებელთან პირდაპირი ჩართულობა:
მომხმარებლის ჩართულობა ხშირად განსაზღვრავს სტარტაპების პროაქტიულობას. პირდაპირ უკუკავშირზე დაყრდნობით აუმჯობესებენ პროდუქტსა და მარკეტინგულ მიდგომებს.
ინოვაციური სტრატეგიები:
მინიმალური რესურსებით კონკურენციაში გასასვლელად სტარტაპებს ექსტრაორდინალური სტრატეგიები სჭირდება. კრეატიული მარკეტინგული ტაქტიკები განსაზღვრავს მათ უნიკალურობას.
აღსრულება
რაც არ უნდა საინტერესო სტრატეგიები ჰქონდეს სტარტაპისთვის ყველაზე რთული ნაწილი მისი აღსრულებაა. ამიტომ თანმიმდევრულობა და დისციპლინა ისევ რჩება გადამწყვეტ ნაწილად.
კონსულტაციის დასაჯავშნად მიყევი ბმულს: https://bluebirds.ge/contact-us/
