დაფიქრებულხარ, რატომ არ მუშაობს შენი მარკეტინგის სტრატეგია?
თუ მარკეტინგში ჩადებული ძალისხმევა შედეგს არ გაძლევს, დროა შეაფასო რა შეიძლება მუშაობდეს არასათანადოდ. მოდი, ვისაუბროთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე:
არ გაქვს ცხადი მიზნები
ყველაზე მთავარი პრობლემა დეპარტამენტებს შორის მიზნების აცდენაა. ხშირად მარკეტინგის გუნდი ისე იწყებს მუშაობას, არ ითვალისწინებს ან არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ბიზნესის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მიზნების შესახებ.
გააცანი გუნდს ბიზნესის ცხადი და გაზომვადი მიზნები. გაასწორე ფოკუსი და მიმართულება. დაიწყე იმის განსაზღვრით, როგორ გამოიყურება წარმატება შენი ბიზნესისთვის.
არ იცნობ შენს აუდიტორიას
თუ ნამდვილად არ იცნობ შენს აუდიტორიას, მაშინ შენი აქტივობები არ რეზონირებს მათთან და ლოგიკურია, რომ ვერ მიგყავს გადაწყვეტილებამდე.
გამოიკვლიე პოტენციური მომხმარებლის მთავარი pain pont-ები და საჭიროებები. და სწორედ ამას მოარგე თითოეული მარკეტინგული მესიჯი.
არ გაქვს თანმიმდევრული ბრენდინგი
დამაბნეველი და არათანმიმდევრული მესიჯები ძალიან აბნევს მომხმარებელს და ამცირებს ბრენდის გავლენას. დარწმუნდი რომ შენი ბრენდის Tone of Voice და ვიზუალები თანხვედრაშია და ყველა ციფრულ არხში ერთს მთლიანობას ქმნის.
არ იღებ Data Driven გადაწყვეტილებებს
სწორ მეტრიკებს აკვირდები? თუ არა, შეიძლება კრიტიკული ინსაითები გამოგრჩეს. გამოიყენე მონაცემები შენი მიდგომების მუდმივად დასახვეწად.
არ გაქვს ადაპტაციის უნარი
მარკეტინგული სტრატეგია არ ნიშნავს ერთხელ გაწერილ გეგმას, რომელსაც წლები მიყვები. აუცილებელია პულსზე გქონდეს თითი და შეგეძლოს მოერგო ბაზრის ცვლილებებსა და განახლებულ მარკეტინგულ ტენდენციებს.
კონსულტაციის დასაჯავშნად მიყევი ბმულს: https://bluebirds.ge/contact-us/
