ტოპ 5 პრობლემა, მარკეტინგის სტრატეგიაზე მუშაობისას

თუ მარკეტინგის სტრატეგიაზე მუშაობას აპირებ, აუცილებლად დაგაინტერესებს ტოპ 5 პრობლემა, რასაც ყველაზე ხშირად ვაწყდები კონსულტაციების დროს.

არასწორი პრიორიტეტები
ხშირად ვხვდები კომპანიებს, რომლებიც პირდაპირ კამპანიების დაგეგმვაზე გადადიან, სანამ ბიზნესის მთავარ მიზნებს გაიაზრებენ. ასე კი შეიძლება ბევრი რესურსი დახარჯო აქტივობებში, რომლებიც რეალურად შენს ბიზნეს მიზნებს არ ემსახურება

შეუსაბამო მოლოდინები
ბევრი ელოდება რომ მარკეტინგის სტრატეგია ერთ თვეში გაყიდვებს გააორმაგებს. რეალურად კი ეს პროცესია – თავიდან ვაშენებთ საძირკველს, მერე ვზომავთ შედეგებს და ვხვეწთ მიდგომებს

რესურსების არასწორი შეფასება
ზოგჯერ ისეთ გეგმებს ვაწყდები, სადაც გათვალისწინებული არაა არც გუნდის შესაძლებლობები და არც ბიუჯეტი. კარგი სტრატეგია კი სწორედ არსებულ რესურსებზეა მორგებული

არათანმიმდევრულობა
ზოგჯერ კომპანიები პირველივე გამოწვევის დროს ცვლიან სტრატეგიას. სტრატეგიას დრო და მოთმინება სჭირდება – უნდა მისცე საშუალება იმუშაოს და შედეგი მოიტანოს

მოქნილობის ნაკლებობა
ბევრი ფიქრობს რომ სტრატეგია უცვლელი გეგმაა. რეალურად კი ეს ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც უნდა ადაპტირდებოდეს ბაზრის, მომხმარებლის და შენი ბიზნესის ცვლილებებთან ერთად

კონსულტაციის დასაჯავშნად მიყევი ბმულს: https://bluebirds.ge/contact-us/